შპს ,,კანდიდი’’ საშუალო სკოლის მისია
სკოლა ,,კანდიდი’’ მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.
განუვითაროს მოზარდს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, მისცეს საჭირო ცოდნა და ხელი შეუწყოს მის სოციალიზაციასა და ინდივიდუალიზაციას.
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების შედეგად ხელი შეუწყოს მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენასა და მათ მაქსიმალურ განვითარებას.
ჩვენი მიზანია აღვზარდოთ წინაპრებისა და ეროვნული ფასეულობების პატივისმცემელი, ჰუმანური, ინტელექტუალური, კომუნიკაბელური, ბუნებრივი გარემოს დამცველი ტოლერანტი თაობა, რომელთაც შეგნებული ექნებათ საკუთარი უფლებები და მოვალეობები ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. იქნება კანონმორჩილი მოქალაქე და შეძლებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
სკოლის მისია დემოკრატიულ პრინციპებზეა დამყარებული, მეთოდურად სწორი სწავლების შედეგად მოსწავლეს მივცეთ თანამედროვე ეპოქისათვის საჭირო განათლება, დავეხმაროთ მას ინოვაციური ტექნოლოგიების დაუფლებასა და სასწავლო პროცესში ეფექტიანად გამოყენებაში, რათა დამოუკიდებლად შეძლოს ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
ვიყოთ ორიენტირებული მოსწავლეთა და მასწავლებელთა თვითშეფასების უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
უცხო ენების კერძოდ კი, საერთაშორისო სტატუსის მქონე ინგლისური ენის გაღრმავებული სწავლებით ჩვენმა მოსწავლეებმა ფეხი აუწყონ ოცდამეერთე საუკუნის ტენდენციებს და თამამად უპასუხონ მომავლის გამოწვევებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий